სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: მძარცველები საქართველოს საზღვართან დააკავეს - რა მოხდა ბანკში?

    VIDEO: მძარცველები საქართველოს საზღვართან დააკავეს - რა  მოხდა ბანკში?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ორმა მოქალაქემ სტამბოლში მდებარე ერთ-ერთი ბანკიდან ორი ტომარა ფული მოიპარა, რომელიც ბანკში დახლს უკან იდო.

    ერთ-ერთი დამნაშავე იატაკზე გაცოცდა და ქვედა სივრციდან იმ განყოფილებაში გადავიდა, სადაც დახლები იყო.

    მძარცველი მოპარული თანხით მეგობართან მივიდა, რომელიც მას ფილიალში ელოდა. ი

    სინი ტერიტორიიდან საკუთარი მანქანით გაიქცნენ.

    ქურდობაში ეჭვმიტანილი კოლუმბიის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გამოქცევას ცდილობდნენ, თუმცა ორივე ბრალდებული სარფის საზღვართან დააკავეს.

    ცნობისთვის, ეჭვმიტანილებს 23 120 ევრო, 54 550 დოლარი, 2 560 ფუნტი, 131 ათასი ლირა და 557 კოლუმბიური პესო აღმოაჩნდათ.