სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მთხოვა არ მეთქვა ეს ამბავი, რადგან ვინმემ არ იფიქროს..." - კახა კალაძის საამაყო საქციელი

    "მთხოვა არ მეთქვა ეს ამბავი, რადგან ვინმემ არ იფიქროს..." - კახა კალაძის საამაყო საქციელი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი გრიმიორი, ქეთევან ჩანთაძე, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ სკოლაში - Cinema Makeup School სწავლობს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ახლა უკვე თბილისის მერს, კახა კალაძეს დახმარებისთვისმადლობას სოციალურ ქსელში უხდის.

    "აქამდე საჯაროდ მადლობა არ გადამიხდია იმ ადამიანისთვის ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი დიდი და ურთულესი ბრძოლის წარმატებით დასრულებაში. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია და სწავლის ნახევარი დამიფინანსა. მაშინ ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი იყო და მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა. მთხოვა არ მეთქვა ეს ამბავი, ვინმემ არ იფიქროს რომ საარჩევნოდ ქულებს ვიწერო. ეს შოკი და სიხარული ერთად მოვიდა. იყო სხვა ბევრი სირთულეები, ვიჭედებოდი დროში და სწავლის გადატანა მომიწია რაც დიდ პრობლემებს და ნერვიულობას უკავშირდებოდა.

    დღეს მე აქ ვარ და ვიწყებ მოგზაურობას. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამეწერა რადგან მადლობა ამ ეტაპზე ის მინიმუმია რაც ჩემი მხრიდან შემიძლია კახის მიმართ გამოვხატო. ამ მადლიერების სიტყვებით გადმოცემა კი საკმაოდ რთულია", - წერს ქეთევან ჩანთაძე.