სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ითამაშებდა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ნაკრებში? - ქართველის პასუხი

    ითამაშებდა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ნაკრებში? -  ქართველის პასუხი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე თვის წინ, რუსულ გამოცემასთან ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ჟურნალისტმა კვარას ჰკითხა ითამაშებდა თუ არა რუსეთის ნაკრებში შანსი რომ ჰქონოდა.

    ხვიჩას პასუხი კი შემდეგნაირი იყო:

    "მე ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებდი. დიახ, საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა. რაიან გიგსმა უელსის ნაკრებში ითამაშა და დიდ ტურნირზე ვერ მოხვდა, შემდეგ კი გარეტ ბეილმა უელსი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველას საკუთარი გზა აქვს", - ამბობს ქართველი შემტევი.