სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • წარმოუდგენელი შემთხვევა: 866 ნომერი ავტობუსის მძღოლს მართვის დროს ესროლეს

    წარმოუდგენელი შემთხვევა: 866 ნომერი ავტობუსის მძღოლს მართვის დროს ესროლეს
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ საღამოს, საბრეძნეთში წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა, როდესაც ავტობუსი, ნომრით 866, ასპროპირგოსიდან აგია მარინას მიმართულებით მოძრაობდა. ავტობუსი დიმოკრატიას ქუჩაზე იმყოფებოდა, როდესაც სამი ადამიანი მიუახლოვდა და ერთ-ერთმა მათგანმა მძღოლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

    როგორც მოგვიანებით გაირკვა, მძღოლმა რეაგირება მოასწრო, გვერდით გადახტა და საბენიდეროდ, ტყვიების თავიდან არიდება მოახერხა. საბოლოოდ, ზარალი მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური აღმოჩნდა: ჩაიმსხვრა მინები, თუმცა არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მაშინვე მობილიზდა პოლიცია. ადგილობრივი გამოცემების მტკიცებით, დაკავებულია სამი პირი, რომელთა ასაკიც 16, 27 და 28 წელია.

    წყარო: georgians.gr