სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლევან კბილაშვილის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

    ლევან კბილაშვილის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალ ლევან კბილაშვილის ცხედარს რუსეთიდან დღეს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, მუსიკოსი და აკომპანიატორი, დავით ლონდარიძე წერს. ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია პანაშვიდებისა და დაკრძალვის შესახებ.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოსვენება იქნება კვირას, 26 ივნისს, 14 საათზე, სიონის ტაძრიდან.

    პანაშვიდი: 24 და 25 ივნისს.
    მისამართი: თბილისი, თიანეთის გზატკეცილი 6.

    შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია.