სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ღირსეული საქციელი - რა გაუკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სნეულ ბერს?

    ღირსეული საქციელი - რა გაუკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სნეულ ბერს?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

    მას არასდროს არ ავიწყდება გაჭირვებული ბავშვები და სხვა ადამიანები, რომლებსაც ის ყოველთვის ეხმარება და ცდილობს ეს ამბავი არ გაახმაუროს.

    ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მამა ანთიმოზმა პოსტი გამოაქვეყნა. გაჭირვებაში დარჩენილ, სნეულ ბერს, რომელიც დახმარებას ინტერნეტში ითხოვდა და წერდა, რომ ყველამ მიატოვა, ნიკა ბასილაშვილი დაეხმარა.

    "შეიძლება ეწყინოს ნიკას, მაგრამ არ შემიძლია საჯაროდ მადლობა არ მოვუხადო. არც მითხოვია, გულთან ახლოს მიიტანა და შემეწია უპავარ ბერს. ღმერთმა დალოცოს! სიკეთე ერთი ათასად დაბრუნდება.

    დედამიწაზე ერთი ადამიანიც საკმარისია, რომ ვიცხოვრო და ცხოვრებას აზრი მიეცეს. მადლობა მეგობარო!", - წერს მამა ანთიმოზი.