სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ ეძახდა გიორგი შერმადინს ესპანეთში "შერმინატორს"?

    ვინ ეძახდა გიორგი შერმადინს ესპანეთში "შერმინატორს"?
    1 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი შერმადინმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში თავის ესპანურ კარიერაზე ისაუბრა და საინტერესო ფაქტებიც გაიხსენა:

    "აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ორი შვილი მყავს – გოგო და ბიჭი. ბევრი დრო ნამდვილად არ მაქვს. რითაც შემიძლია, ვცდილობ, ჩემს მეუღლეს, ანის დავეხმარო. ძიძა ჩამოვიყვანეთ საქართველოდან, სხვათა შორის, სიდედრიც ჩამოვიდა და თან, ანდორაც მოეწონა."

    "ჩემი ბიჭი რომ ნახო, სასწაულია. ბურთს დაინახავს და "ვსო" – აბურთავებს. ყველანაირად მომხრე ვარ, ჩემი შვილიც კალათბურთელი იყოს და არც ანია წინააღმდეგი. ასაკთან შედარებით, მაღალი ბავშვები არიან. გოგო 11 წლისაა და 15 წლის ბავშვის ზომა ტანსაცმელს ვყიდულობთ. წელს ანდორაში მივიყვანეთ სკოლაში. სკოლაში რომ მივედით და დამინახეს, გაკვეთილები ჩაიშალა. მთელი კლასი გარეთ გამოვიდა, იძახდნენ: შერმადინი მოვიდა, შერმადინიო. ზედმეტი სახელიც შემარქვეს "შერმინატორი“
    . - განაცხადა შერმადინმა.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები