ვენაში რამდენიმე დღით გამართულ Open Air როკ-ფესტივალს ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა. ფესტივალზე ერთ-ერთი გამომსვლელი ჯგუფი Imagine Dragons-ი იყო.
40 000 მსმენელის წინ Alphaville-ის სიმღერა, "forever young" შეასრულა. ჯგუფის ვოკალისტმა რეინოლდსმა სიმღერამდე ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ამ დროს მას ხელში უკრაინისა და საქართველოს დროშები ჰქონდა.
"ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს უკრაინელები და მათი ოჯახები უვნებლები არიან. გვესმის თქვენი გამოძახილი. გვიყვარხართ, თქვენთან ერთად ვართ და იმედია მშვიდობა დამყარდება! ეს სიმღერა თქვენ გეძღვნებათ" - აღნიშნა დენმა.