სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „სკადოვსკი უკრაინაა“ - ამ სიტყვების გამო, ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი მედდა ჩამოახრჩვეს

    „სკადოვსკი უკრაინაა“ - ამ სიტყვების გამო, ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი მედდა ჩამოახრჩვეს
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრიტანული "Financial Times" წერს, რომ რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოლქში, სკადოვსკში, 56 წლის მედდა ტატიანა მუდრენკო ჩამოახრჩვეს მიზეზი პროუკრაინული პოზიციაა

    ფაქტის შესახებ გაზეთ Financial Times-ს განუცხადა გარდაცვლილის ტყუპმა დამ, ნატალია ჩერნაიამ, რომელმაც სკადოვსკი ჯერ კიდევ აპრილში დატოვა.

    მისი თქმით, ტატიანა მუშაობდა მედდად დროებით ოკუპირებულ ქალაქში, ეხმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და არაერთხელ დაუპირისპირდა უსაფრთხოების ძალებს.

    ბოლო ინციდენტი ტატიანას გარდაცვალებამდე, ოქტომბერში მოხდა. მისი დის თქმით, მუდრენკომ რუსების მხარეზე გადასულ უკრაინელ პოლიციელებს დაუყვირა: "სკადოვსკი უკრაინაა!"

    ამის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, არავინ იცოდა სად იყო ტატიანა. 15 ოქტომბერს დაურეკეს
    ნატალია ჩერნაიას და უთხრა, რომ ტატიანა სიკვდილით დასაჯეს.

    თავდაპირველად, ადგილობრივმა მორგმა უარი თქვა მის დასთან, ნატალიასთან კომუნიკაციაზე, მაგრამ შემდეგ მათ გაუგზავნეს გარდაცვალების მოწმობა, სადაც ნათქვამია, რომ ტატიანა მუდრენკოს გარდაცვალების მიზეზი "მექანიკური ასფიქსია" გახდა.