სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თეა წულუკიანის იმედი არ მაქვს..." - რატომ გაუბრაზდა ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრს და რისთვის სურს პრემიერთან შეხვედრა?

    "თეა წულუკიანის იმედი არ მაქვს..." - რატომ გაუბრაზდა ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრს და რისთვის სურს პრემიერთან შეხვედრა?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რეჟისორი, ქეთი დოლიძე ხელოვნების საერთაშორისო „ფესტივალის" დაფინანსების შესახებ ესაუბრისას აცხადებს,რომ აიუბილეო 25-ე წლისთავზე, ფესტივალს კულტურის სამინისტროსგან დაფინანსება შეუმცირდა.

    ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაშინ როცა წინა წლებში ფესტივალის დაფინანსება 800 000 ლარამდე იყო, წელს სამინისტრომ მას 230 000 ლარი გამოუყო.

    ქეთი დოლიძე აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. რეჟისორის აზრით ეს სამინისტროს მხრიდან მის დასჯას ჰგავს, თუმცა უცნობია, რა მიზეზით.

    "დამთავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზეც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს", - აცხადებს რეჟისორი.

    მან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრმა ეს ფესტივალიც მისი დირექტორის, გაგა ჩხეიძის გამო დასაჯა.

    "რატომ დაისაჯა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი? იმიტომ, რომ გაგამ ერთი-ორჯერ რაღაცა კრიტიკული თქვა? მთავრობა და ჩინოვნიკები ჩვენ გვემსახურებიან, ჩვენ კი არ უნდა ვემსახუროთ მათ. მე მაგალითად ზოგიერთ დეპუტატს რომ ვუყურებ, ჩემი სული და ყველაფერი არის შეურაცხყოფილი იმიტომ, რომ ყოველ თვე ჩემი გაჭირვებული ხელფასიდან ვიხდი ფულს, რათა ის შევინახო", - აღნიშნავს ქეთი დოლიძე.

    შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გაზაფხულზე კულტურის სამინისტრომ საერთაშორისო ფესტივალები და მასტერკლასები კონკურსის საფუძველზე დააფინანსა. ჟიურიმ 10 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა და მათ დასაფინანსებლად 500 000 ლარი გამოყო. გამარჯვებულთა შორის იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი", რომელიც წელს 230 000 ლარით დაფინანსდა.