სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "მაგას მარტო ფული აინტერესებს...", - სალომე კაპანაძის სკანდალური ვიდეო და ბრალდება წუპაკას

    VIDEO: "მაგას მარტო ფული აინტერესებს...", - სალომე კაპანაძის სკანდალური ვიდეო და ბრალდება წუპაკას
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სალომე კაპანაძე და "წუპაკა" დაშორდნენ.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრაიმ ტაიმმა კომენტარი სალომე კაპანძეს სთხოვა, რომელმაც განაცხადა:

    "პირად ცხოვრებაში რაღაცები რომ ხდება, სკანდალი არ არის. ჩემი პირადი ცხოვრებაა, მართლაც დავშორდით, მაგრამ ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. რაღაც სქრინებს მიყრიან, მაგრამ ამ ყველაფრით არ ვინტერესდები. თუ რამე შეურაცხმყოფელი იწერება ჩემზე, ეს ჩემი შეურაცხყოფა ნამდვილად არაა.

    ახლა ნამდვილად არ ვარ ურთიერთობაში, დავშორდით, დავასრულეთ. ჩემზე რაც წავიკითხე და ყური მოვკარი, ყველაფერი ცრუ ინფორმაციაა. სიმართლეს არაფერი შეესაბამება, ეს არის ბოროტული გეგმის ნაწილი. რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ამ შემთხვევაში, სასამართლო არაფერ შუაშია
    ", - განუცხადა სალომე კაპანაძემ პრაიმ ტაიმს.

    ახლახანს, სალომე კაპანაძემ სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ახალი ვიდეო დადო - როგორც ამ ვიდეოდან ჩანს, წუპაკამ მას უღალატა, სალომემ მეორე ნახევარს ღალატი არ აპატია და წყვილი სწორედ ამის გამო დაშორდა, მოგვიანებით კი სალომეს თქმით, წუპაკამ მას ბინძური ტყუილები გაუვრცელა.

    იხილეთ ვიდეო: