სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აქ რეალიზება ვერ შეძლო, წავიდა მოსკოვში, უმძიმეს მდგოამრეობაში იყო" - ლევანის მეგობარი ყველა უცნობ დეტალზე საუბრობს

    "აქ რეალიზება ვერ შეძლო, წავიდა მოსკოვში, უმძიმეს მდგოამრეობაში იყო" - ლევანის მეგობარი ყველა უცნობ დეტალზე საუბრობს
    2 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლევამ კბილაშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ამ ამბავმა მთელი საქართველო შოკში ჩააგდო.

    უამრავმა ადამიანმა გულწრფელი ემოცია და გამოსამშვიდობებელი ტექსტები გამოაქვეყნა საჯაროდ. ყველა, აბსოლუტურად ყველა გლოვობს ქართველის გარდაცვალებას.

    გთავაზობთ ლევანის მგობრის ინტერვიუს AMBEBI.GE-თან. მუსიკოსმა დათო ლონდარიძემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა...

    "ლე­ვანს და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ჩვენ­ში მა­სობ­რი­ვად არ იც­ნობ­დნენ. "ჯე­ოს­ტა­რის" პე­რი­ოდ­ში ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რა­ღაც დო­ზით გა­იც­ნო, მაგ­რამ მერე ის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და."

    "სიმ­ღე­რა სწყუ­რო­და, მის გა­რე­შე ვერ ძლებ­და. ამი­ტომ, იმ სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბა და უკვე ერ­თად ვცა­დეთ რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა, ბენ­დით შევ­კრი­ბეთ. ზრდის და ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვით. შემდეგ ძალები უცხოეთში მოესინჯა. მოს­კოვ­ში იქა­ურ "ვო­ის­ზე“ გა­მო­ვი­და და სხვა­თა შო­რის, წარ­მა­ტე­ბით. რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დე­ბი გა­ი­ა­რა. ქართული ნიშა არასდროს დაუკარგავს."

    "ბო­ლოს ძა­ლი­ან კარ­გი ბენ­დი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და ისი­ნიც ქარ­თუ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რით გან­ვი­თარ­დნენ. უკ­რავ­დნენ მუ­სი­კას ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით და თა­ნა­მედ­რო­ვე ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი თე­მა­ტი­კით. საკ­მა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. მოგ­ზა­უ­რობ­დნენ პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში. ყველ­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან უნ­დო­და, კონ­ცერ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა."

    " გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, დე­ტა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით. თუ არ ვცდე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზა მოს­კოვ­ში ჩა­უ­ტარ­და. მერე ჩვენ­მა დი­ას­პო­რამ იქ დიდი პა­ტი­ვი მი­ა­გო, ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნეს და იქი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს. ახლა მის ცხე­დარს ვლა­დი­კავ­კა­ზით მო­ას­ვე­ნე­ბენ. გა­მოს­ვე­ნე­ბა 26 ივ­ნისს, კვი­რას სი­ო­ნის ტაძ­რი­დან მოხ­დე­ბა...", - ასე ვრცლად ესაუბრა AMBEBI.GE-ის ლევანის მეგობარი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ