სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბოდიშს გიხდით, ეს სტიყვა უარყოფითი კონტექსტით არ გამომიყენებია", - მაია ასათიანის საჯარო ბოდიში

    "ბოდიშს გიხდით, ეს სტიყვა უარყოფითი კონტექსტით არ გამომიყენებია", - მაია ასათიანის საჯარო ბოდიში
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა, მაია ასათიანამა "OK Magazine Georgia"-სთვის გადაღებული ჟურნალის ყდის ფოტოსურათი გამოაქვეყნა და დააწერა:

    "ბოლო წლებია თითქმის აღარასოდეს ვთანხმდები კოლეგებს ინტერვიუ-ფოტოსესზიაზე, მერე რომ არ ვინანო... ერთხელ დავუშვი გამონაკლისი და ცხადია ვინანე.

    სტატია შესანიშნავი, რისთვისაც მადლობა! იდეაც ძალიან კარგი, მაგრამ ყდაზე - ჩემს ნაცვლად, ვიღაც ვულგარული, ჩაფსკვნილი ქალია. ფოტო მე თვითონ გავაზიარე, დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ჩემს კოლეგებთან ერთად ასეთი პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე ყოფნა, მეგონა გადამივლიდა... ვერა
    ", - დაწერა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში.

    მის ამ კომენტარს, საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც ტელეწამყვანმა საჯაროდ ბოდიშიც მოიხდადა:

    "ვახ, ჩაფსკვნილი გოგოები გამიბრაზდნენ... მართალი ხართ სრულიად, ბოდიშს გიხდით, ეს სიტყვა უარყოფითი კონტექსტით არ გამომიყენებია, ვიგულისხმე, რომ ფოტოზე ჩაფსკვნილი ვჩანვარ და სინამდვილეში ასეთი არ ვარ, სულ ესაა, მაპატიეთ თუ გაწყენინეთ უნებლიედ."

    საუბარი, ამ ფოტოზეა:

    "ბოდიშს გიხდით, ეს სტიყვა უარყოფითი კონტექსტით არ გამომიყენებია", - მაია ასათიანის საჯარო ბოდიში