სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "40 წლის კაცს ამდენი არ უნდა ეშლებოდეს" - ჩალჰანოღლუმ იბრას დასცინა

    "40 წლის კაცს ამდენი არ უნდა ეშლებოდეს" - ჩალჰანოღლუმ იბრას დასცინა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამჟამად "ინტერის" თურქმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღუმ, რომელიც "მილანში" თამაშობდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი მწვავედ გააკრიტიკა:

    "ის უკვე 40 წლისაა და არა 18-ის. მის ასაკში ასეთ რამეს არ უნდა აკთებდეს. მას უბრალოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. მას თასის მოგებაში დიდი წვლილი არ შეუტანია, შედარებით ცოტას თამაშობდა. ზლატანი ხშირად მირეკავს, სადილზე მეპატიჟება. მან ჩემს შესახებ თავის წიგნშიც დაწერა. უკეთესი იქნებოდა, ზეიმის დროს სხვაგვარად მოქცეულიყო", – უთხრა ჩალჰანოღლუმ Tivibu Spor-ს.

    შეგახსენებთ, "როსონერიმ" გასულ სეზონში სერია A მოიგო. ზეიმისას კი ზლატანმა ფანებთან ერთად ჩალჰანოღლუს დასცინა, რადგან თურქი “ინტერში” გადასვლამდე "მილანის" თირსებას იცავდა. ასევე ჰაკანმა ყოფილ კლუბს გაუტანა და პროვოკაციულად აღნიშნა.