სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მამაჩემი ძალიან ცუდად იყო, ლაივიდან ჩემმა შვილმა წამიყვანა...", - ლენუკა ყიფშიძე პრაიმ ჰაუსში არ ყოფნაზე

    "მამაჩემი ძალიან ცუდად იყო, ლაივიდან ჩემმა შვილმა წამიყვანა...", - ლენუკა ყიფშიძე პრაიმ ჰაუსში არ ყოფნაზე
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პრაიმ ჰაუსის ბოლო ლაივს, მისი ერთ-ერთი მონაწილე, ლენუკა ყიფშიძე არ დასწრებია, აღნიშნული ფაქტი საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა - ზოგს ეგონა, რომ ლენუკამ პროექტი დატოვა, ზოგიც კი ფიქრობდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

    როგორც გაირკვა, ლაივზე არ ყოფნის მიზეზი ოჯახური პრობლემა იყო, კერძოდ, ლენუკამ პირდაპირ ეთერამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო, რომ მამამისი, მსახიობი ზურა ყიფშიძე შეუძლოდ გახდა.

    "მამაჩემი ძალიან ცუდად იყო. მეც ძალიან აგრესიულად და ცუდად ვიყავი, ვეღარ გავუძელი და ლაივიდან წამიყვანა ჩემმა შვილმა. ახლა კარგადაა და სწორედ ამ წუთებში „პრაიმ ჰაუსში“ ვბრუნდები." - განუცხადა ლენუკამ "პრაიმტაიმს".