როგორც უკრაინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, სატელეფონო საუბრისას განიხილა.
"უკრაინა ყოველთვის დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს", - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა მოსთხოვა. ასევე ხაზი გაუსვა ექსპრეზიდენტისთვის დედისა და ნათესავების ხელმისაწვდომობის საკითხს.
"უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების განხილვა", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
აღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ ინფორმაცია ქართულმა მხარემაც გაავრცელა:
პრემირის თქმით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
ზელენსკი სააკააშვილის საავადმყოფოშო გადაყვანის საკითხს შეეხო. რაზეც ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა "კანონით განსაზღვრული ქმედებები.
ასევე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.
"ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ" - წერია ქართული მხარის განცხადებაში.