ტორონტოში ქართველი ემიგრანტი, დავით ამბოკაძე გარდაიცვალა. 44 წლის კაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
„ძალიან მოკლე დროში ყველას თავი შეგვაყვარა, ვერ გადმოვცემ მწუხარებას, არ ვიცი, როგორ განუგეშოთ. ვიცი რომ ძალიან უყვარდა მისი ოჯახი. პატარა ბიჭი ძალიან ენატრებოდა, მამაზე ძალიან განიცდიდა, ყველაფერზე ძალიან ნერვიულობდა, მას აუცილებლად უნდა ეცოცხლა...“ - წერს გარდაცვლილის მეგობარი.
„წავიდა და... სულ წავიდა, ასე უკანმოუხედავად... რატომ?“ - წერს გარდაცვლილის მეუღლე.