სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ამას ნუ ეტყვით ადამიანს..", - გელა ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

    VIDEO: "ამას ნუ ეტყვით ადამიანს..", - გელა ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს, გელა ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - დიპლომატის, მწერლის, სიყვარულის მეცნიერებათა დოქტორის, მეფის შვილის და მეფის მამის თავგადასავალი.

    ცხადია, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობში, აქტიურად იხსენებდნენ გელა ჩარკვიანის მოღვაწეობას, ანანო ათაბეგაშვილის სიუჟეტში კი მისი ცხოვრებისეული თავგადასავალი კარგად არის ნაჩვენები:

    "ხშირად მიფიქრია რა იქნება ჩემი სულ ბოლო აზრი, ადამიანის სახე, სახელი, ის უკანასკნელი გაელვება რის შემდეგაც სრული სიჩუმეა, ვწუხვარ რომ ჩემს ბოლო აზრს ვერ გაგიზიარებთ…"

    ფეისბუქ გვერდი, 'გელა ჩარკვიანი' სოციალურ ქსელში წიგნიდან, "ნაგერალა 80" ნაწყვეტს ავრცელებს:

    "იყავით დიპლომატიურები. რას ნიშნავს დიპლომატიური? ზოგჯერ უშნო სიმართლეს ამჯობინეთ ტყუილიო, ვერ გირჩევთ, მაგრამ დიპლომატების წრეში გავრცელებული გამოთქმისა არ იყოს, ეკონომიურად მოექეცით სიმართლეს, ყველაფერს ნუ იტყვით. ნუ ეტყვით ადამიანს, ვაიმე ეს რა დაგმართნია, როგორ გასუქებულხარო".

    VIDEO: "ამას ნუ ეტყვით ადამიანს..", - გელა ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა