სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გაოგნებული ვარ" - რას წერს ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

    "გაოგნებული ვარ" - რას წერს ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი და კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა.

    "გაოგნებული ვარ, პაციენტის პირად ინფორმაციას (ბანალური კარიესიც რომ იყოს), თუ ამაზე წერილობითი თანხმობა არ გვაქვს, ხმას არ ვიღებთ და იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას, რომელიც "აწი“ უნდა შეატყობინონ პაციენტს, მათივე სიტყვებით, და, ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ მისი ნებართვის გარეშე, აი რა იურისპუდენციულ სახელმძღვანელოში წერია, გვითხრან", - წერს ნინო ნადირაძე.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თქვა: "ეჭვია, რომ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი აქვს".