სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია რომელი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს ნაპოლიში პირველ მატჩს კვარაცხელია

    ცნობილია რომელი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს ნაპოლიში პირველ მატჩს კვარაცხელია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" იასპარეზებს. უკვე ცნობილია თუ როდის გამართავს ნეაპოლური კლუბი ხვიჩასთან ერთად პირველ ამხანაგურ მატჩს.

    კვარაცხელიას იტალიური დებიუტი 14 ივლისს, სამოყვარულო გუნდის წინააღმდეგ შედგება. მართალია ეს არაოფიცალური დებიუტი იქნება, მაგრამ კვარა ნაპოლის მაისურს მოირგებს და ამის ხილვა ძალიან სასიამოვნოა.

    "დინამო ბათუმში" შესანიშნავი თამაშის, ბრწყინვალე გოლებისა და საგოლე პასების გამო, ქართულ კლუბს სურდა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის შეენარჩუნებინა, მაგრამ 1 ივლისიდან ხვიჩა ნაპოლის ფეხბურთელი იქნება. სხვათა შორის, კვარაცხელიას დებიუტი "აძურის" მაისურით სეზონის პირველივე ამხანაგურ მატჩში შედგება, რომელიც ტრენტინოში 14 ივლისს, სამოყვარულო კლუბის, "ანაუნიას" წინააღმდეგ გაიმართება",- წერს Calcionapoli24.