სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვაჟა მელაძის ადვოკატი ამბობს, რომ მელაძეს საქართველო არ დაუტოვებია - სად არის ახლა ბრალდებული?

    ვაჟა მელაძის ადვოკატი ამბობს, რომ მელაძეს საქართველო არ დაუტოვებია - სად არის ახლა ბრალდებული?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის" მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა.

    მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს - საუბარია 26 მოქალაქის კუთვნილს 473 252 ლარის მოტყუებით მიღებაზე.

    "პრაიმტაიმი" ვაჟა მელაძის ადვოკატს ზვიად გადელიას ესაუბრა.

    "მე როგორც ვიცი ვაჟა მელაძეს ქვეყანა არ აქვს დატოვებული. საქართველოდ ითვლება, 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამისად ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყოს, ჩემი მონაცემებით მას საქართველო არ დაუტოვებია," - ამბობს ადვოკატი.