სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია თერაპიის კურსზე - რა დააფიქსირეს კამერებმა

    VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია თერაპიის კურსზე - რა დააფიქსირეს კამერებმა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიელი ჟურნალისტი, მანუელ პარლატო ხვიჩას დღევანდელ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველმა ვარსკვლავმა დღეს ზურგზე თერაპიის მორიგი კურსი ჩაიტარა. სამწუხაროდ, „უდინეზესთან“ კვარაცხელიას თამაშის ძალიან დაბალი შანსია.

    ბოლო ინფორნმაციით

    იტალიური გამოცემა "Repubblica-ს" იტყობინება , დიდი შანსია, რომ კვარაცხელია შაბათს, „უდინეზესთან“ შეხვედრაში მონაწილეობის შემთხვევაში დოპინგ-კონტროლზე ჩავარდეს. სააგენტოს ცნობით, ხვიჩა წელის ტკივილის გამო, მკურნალობის პროცედურაში „კორტიზონის ნემსებს“ იყენებდა, რაც სპორტისთვის აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავს.

    შესაბამისად, დიდი შანსია, რომ „უდინეზესთან“ შეხვედრის შემდეგ, როცა კვარა დოპინგ-ტესტს ჩაიტარებს, მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდეს, რაც ბუნებრივია დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ამის გამო, როგორც კლუბმა, ისე ფეხბურთელის გარემოცვამ შესაძლოა დამატებითი გართულებების თავიდან აცილების მიზნით არ გარისკონ და კვარაცხელია მუნდიალის დასრულებამდე დაასვენონ.

    შეგახსენებთ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე გუშინ, კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა სააგენტო "CalcioNapoli24-თან" განაცხადა, რომ ხვიჩა დიდი ალბათობით „უდინეზესთან“ მატჩის განაცხადში იქნება.

    როგორც ვიცით, ზურგის ტრავმის გამო კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა: ჯერ 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 მოიგო და 8 ნოემბერს „ემპოლისთან“, რომელიც ასევე „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. თუმცა, დიდი შანსია ის შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ დაბრუნდეს.