სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ფრენბურთელი ვარ, უმაღლესი ლიგის მოთამაშე...“ - გაიცანით „პრაიმ ჰაუსის“ ახალი მონაწილე, დეა ხეირაბადი

    "ფრენბურთელი ვარ, უმაღლესი ლიგის მოთამაშე...“ - გაიცანით „პრაიმ ჰაუსის“ ახალი მონაწილე, დეა ხეირაბადი
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ხდება, რომ "პრაიმ ჰაუსს“ ორი ახალი მონაწილე ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი სოციალურ ქსელებში თამამი კონტენტით ცნობილი და გამორჩეული დეა ბაადია.

    მისივე თქმით, სატელევიზიო სივრცე მისთვის ახალი გამოწვევაა და სურს, მაყურებელმა ყველაფერი ობიექტურად შეაფასოს.

    "დაახლოებით, 2 წელია, რაც სოციალურ ქსელებში ვარ აქტიური. ფრენბურთელი ვარ, უმაღლესი ლიგის მოთამაშე, ტატუ მასტერი და ცოტა მუსიკოსიც. მუსიკალური მაქვს დამთავრებული და ტექნო მუსიკის მოყვარული ვარ.

    ასე თუ ისე, ჩემი აუდიტორია მყავს, მაგრამ ეს მხოლოდ „ტიკ-ტოკია“. სატელევიზიო გადაცემებში პირველად ვარ. ძალიან მინდა, რომ მაყურებელმა სწორად დაინახოს ჩემი ზოგიერთი საქციელი. ვფიქრობ, ყველაფერი თავისით გამოჩნდება.“
    - აცხადებს დეა