სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ წაიყვანა ქეთა თოფურიამ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში?

    რატომ წაიყვანა ქეთა თოფურიამ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, სახელი პროექტ “ახალი ხმიდან” გაითქვა. ის ქეთას გუნდის წევრი იყო. ასევე ის რამდენიმე დღის წინ "იქს ფაქტორშიც" მონაწილეობდა და მისმა გამოსვლამ ყველა აღარფრთოვანა.

    კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ, ბედი რუსულ შოუ-ბიზნესშიც სცადა. ის მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ პროექტში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მაშინ დეტალები მომღერალმა საიდუმლოდ დატოვა, რუსულ ესტრადაზე წარმატებაში, მას ქეთა თოფურია უნდა დახმარებოდა.

    "როდესაც "ვოისში" ვიყავი, მაშინ ქეთამ თქვა: "ხვიჩა უკვე მზა პროდუქტია იმისთვის, რომ მოკიდო ხელი, წაიყვანო და ფული იშოვოო. ეს კარგად მახსოვდა და თავიდან მე ვუთხარი: მოსკოვში მინდა წამოსვლა და რას მირჩევ-მეთქი. მერე უკვე თავად შემომთავაზა წასვლა და მიხარია, რომ ჩემზე გააკეთა არჩევანი. პირველ დღესვე შევხვდით ერთმანეთს, მოვიკითხეთ, დავაწყვეთ გეგმები, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჩემი კარიერა მოსკოვში და მივყვებით ახლა ამ გეგმას. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული მუსიკალური კარიერა აქვს, ასევე ახლახან გააკეთა თავისი ახალი კოლექციის ჩვენებაც და პატარა შვილი ჰყავს, მუდმივად მისი კონტროლის ქვეშ ვარ. შეიძლება კვირა ისე გავიდეს, ვერ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ ტელეფონზე სულ ვკონტაქტობთ. როცა წასულია, მაშინ აქ ჰყავს ხალხი, ვისაც ჩააბარებს ხოლმე ჩემს თავს და ისინი ზრუნავენ ჩემზე." - განაცხადა ხვიჩამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

    აჯამად ხვიჩა საქართველოში იმყოფება.