სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ იყო ბიზნესმენი, რომელიც დღეს წყნეთში, მანქანაშივე ჩაცხრილეს

    ვინ იყო ბიზნესმენი, რომელიც დღეს წყნეთში, მანქანაშივე ჩაცხრილეს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, ლევან კაჭარავა წყნეთის გზატკეცილზე მოკლეს. მას საზოგადოება "ტილიკას" სახელით იცნობდა.

    არსებული ინფორმაციით ლევან კაჭარავა მანქანაში ჩაცხრილეს და 20 ტყვია აქვს მოხვედრილი. შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

    ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. მან წლების წინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად კომპანია Silk Road Group დააარსა.