სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია" - გელა დაიაურმა გარდაცვლილ მეუღლეზე ისაუბრა

    "თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია" - გელა დაიაურმა გარდაცვლილ მეუღლეზე ისაუბრა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მუსიკოსმა და პოეტმა გელა დაიაურმა "პოსტ ალიონის" ეთერში საკუთარ გარდაცვლილ მეუღლეზე, თეონა ქუმსიაშვილზე, ისაუბრა:

    "თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია. თეოს მერე ცოტა რთულია სიმღერის დაწერა, იმდენად ტკივილი განვიცადე... ტკივილზე ლაპარაკი როგორ არ მიყვარს, მირჩევნია გულში ჩავიხშო. ამ პერიოდში ლექსებს ვწერდი წიგნადაც გამოვეცი, რომელიც ოჯახს მივუძღვენი. ეს ის მომენტია, როდესაც ლექსი გეხმარება და რაღაცებს ფურცელს ანდობ.

    მეუბნებიან, რომ ძლიერი ვჩანვარ. ალბათ, გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან. სადაც მე გავიზარდე, მთაში, მამაკაცს არ უნდა გამოეხატა ზედმეტად ემოცია და უნდა შეხვედროდა მტკიცედ.

    ვინმეს დაკარგვას რაც უფრო მტკიცედ შევხვდებოდი, მით უფრო ძლიერი ვიქნებოდი, და უფრო მეტი სახელი მექნებოდა. ყველა იმქვეყნად წავალთ, ეს არის წამიერი განშორება, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს არის წამის სოფელი, წუთისაც არ არის."

    ცოტა ხნის წინ გელამ ოჯახი შექმნა, მან ცოლად ეკა მანჩხაშვილი შეირთო და მასზეც ისაუბრა:

    "დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა, ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ, იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ… არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან.

    გვერდით ღირსეული ადამიანი მიდგას, რომელიც ძალიან მიყვარს, მასთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ, ამ ადამიანის დახმარებით ნაბიჯის გადადგმა მსუბუქი გახდა." - ამბობს გელა დაიაური.