იზა ომაძე , ნიკო კვარაცხელიას დედა, შვილის მიერ შექმნილ ვებგვერდს ოციალურ ქსელში აზიარებს , სადაც კონკრეტულ გვერდზე მისივე სიტყვების ციტირებაა.
"ნახატი, რომელსაც თვალი ვერ გავუსწორე (მუზეუმი Brera, Mother Mourning the Death of her Child)—შვილის გარდაცვალებით სასოწარკვეთილი დედა.
ერთხელ წავიკითხე შვილმკვდარი დედები ზემოთ ვერ იყურებიანო, არა და პირიქით, ზეცაში ხომ მარადისობაა, ჩვენი მზერა კი მარადისობისკენ, ზეცისკენაა მიპყრობილი. დაბლა, მიწას აღარც კი ვუყურებ”, - წერს იზა ომაძე.