სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ვოლოდიმერ ზელენსკიმ აქციაზე შეკრებილებს მიმართა

    "უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ვოლოდიმერ ზელენსკიმ აქციაზე შეკრებილებს მიმართა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია "სირცხვილიას" მიერ მობილიზებული აქცია მიმდინარეობს, სახელად "შინ ევროპისკენ".

    აქციაზე შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მიმართა.

    "უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანისთვის."

    "ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – თქვენი."

    "თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით," - ასე მიმართა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს.