სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კვდება კაცი და მე ამათ მიშას არ მოვაკვლევინებ", - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

    "კვდება კაცი და მე ამათ მიშას არ მოვაკვლევინებ", - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ 'პალიტრანიუსის' გადაცემა 'ნიუსრუმში' მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებაზე ისაუბრა:

    "საკუთარი ფეხით შევიდა ადამიანი სამკურნალოდ და ახლა ჩაწოლილია საწოლში. კვდება კაცი. მე ხო არ მჭირდება ვიღაცისგან ამბის გამოტანა და 'მარშუტკის ჭორები'?

    თვენახევრით ადრე რომ ვნახე, ხან იჯდა, ხან ფეხზე დგებოდა და ოთახში მოძრაობდა, ბოლოს რომ მივედი დაახლოებით 1 თვის წინ, ჩაწოლილი იყო და ვეღარ დგებოდა, არის განახევრებული...

    ამას დასკვნები რად უნდა? კლავენ ამ კაცს, კლავენ! არ მოვაკვლევინებ მიშას, გამორიცხულია!

    მიხეილ სააკაშვილს ციხიდან მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანს. ახლა მისი მეხოტეები მომრავლდნენ, ხედავთ, ოპოზიციაში რა განწყობებია? ადრე რომ ამბოდნენ, არ გვინდა მიშა, დაგვანებოს თავიო, ახლა ყველა მიშას სახელს იძახის
    ", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.