სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ევროტურნირებამდე - თბილისის დინამო სამი ფეხბურთელით გაძლიერდა

    ევროტურნირებამდე - თბილისის დინამო სამი ფეხბურთელით გაძლიერდა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოგვიახლოვდა ევროტურნირების საპლეიოფო რაუნდი. თბილისის "დინამომაც" დაიწყო გაძლიერება. გუნდს იჯარით გაშვებული ფეხბურთელებიც დაემატნენ.

    იჯარით იყვნენ წასულები დავით კობოური და გიორგი კუცია. კუცია ჩრდ.მაკედონიის "რაბოტნიჩკში" იყო, კობოური კი ჩეხურ "კარვინაში".

    გია ჭიაბრიშვილის ინიციატივით, "ლოკომოტივის" ყოფილი ნახევარმცველი ულად ომარ-იმრანიც "დინამოს" მოთამაშე გახდა. მაროკოელმა თბილისელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საუბარია იმაზეც, რომ კლუბმა შეიძლება ლაშა შინდაგორიძის დამატებაზეც იმუშაოს.