სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბაიდენი: "ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი"

    ბაიდენი: "ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი"
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიოტრიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან იყოს ნასროლი.

    ბაიდენის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს პოლონეთის გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით:

    "მე ვაპირებ დავრწმუნდე, რომ ჩვენ გავარკვევთ ზუსტად რა მოხდა…შემდეგ ჩვენ ვაპირებთ გავერკვეთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯში", - თქვა ბაიდენმა.

    ცნობისთის, უცხოური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით კი ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა.