სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რა შეცდომა გვიზიანებს ყველაზე მეტად ჯანმრთელობას?", - გიორგი გილიგაშვილის მიმართვა საზოგადოებას

    "რა შეცდომა გვიზიანებს ყველაზე მეტად ჯანმრთელობას?", - გიორგი გილიგაშვილის მიმართვა საზოგადოებას
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველ მომღერალსა და მსახიობს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - დღეს, უკვე სიხარულით გამცნობთ, რომ გიორგი გილიგაშვილმა კიბო საბოლოოდ დაამარცხა და "პრაიმტაიმთან" საუბრისას, მკითხველებს ბევრ სასარგებლო რჩევას უზიარებს.

    პრაიმტაიმი: "რა შეცდომას ვუშვებთ ყველაზე ხშირად, რა გვიზიანებს ჯანმრთელობას?"
    გილიგაშვილი: "ყველა სახის ხორცს ერთად მივირთმევთ: ქათამსაც, საქონელსაც. პირუტყვისა და ფრინველის ყველა სახეობას. ეს არ შეიძლება. კიდევ, არ შეიძლება ამდენი ცომეულის მიღება. მე არასდროს მიფიქრია ამაზე, ღვთის წყალობით, ჭარბი წონა არასდროს მქონია. ყველაფერს, რასაც მთავაზობდნენ, მადლობით ვიღებდი და მივირთმევდი ხოლმე.

    დღეს რასაც ვსუნთქავთ ჩვენ, რასაც ვსვამთ, მივირთმევთ, ეს ყველაფერი დაზიანებული, დაბინძურებულია, გენმოდიფიცირებულია, თითოეული ეს პროდუქტი რა ნიადაგზეა, რით არის მოყვანილი არ ვიცით.

    ადრე არ ვინტერესდებოდი, თუ ლამაზად იყო შეფუთული გეახლებოდით ხოლმე, მეგობრებსაც ვუნაწილებდი, ახლა უკვე ფრთხილი გავხდი, დღევანდელობაში, აღარ არის ის ჯანსაღი გარემო, რაც 100-200 წლის წინათ იყო ბუნებრივი კლიმატური თვალსაზრისით ჩვენს ლამაზ დედამიწაზე. ახლა კლიმატი ისე აირია, ზამთარში ზაფხულის ამინდებია და პირიქით. ეს ყველაფერზე მოქმედებს, ყველაფრის გადაგვარებაზე, მათ შორის, ადამიანის
    "

    პრაიმტაიმი: "გიორგი, რას ურჩევ ჩვენს მკითხველს?"
    გილიგაშვილი: "დიდ სიყვარულს ვუგზავნი გულშემატკივარსა და თქვენს საყვარელ მკითხველს, რაღაცას რომ ეტყვიან თავიანთი საქმის შემეცნებული ადამიანები, მეცნიერები, ექიმები, არ დააგვიანონ მისვლა თავის დროზე, არ გადადონ...

    "დაგვიანება ტოლფასია ბევრჯერ სიკვდილის,

    მაგრამ სიკვდილიც აგვიანებს ხოლმე, ხანდახან...

    ადე, ნუ გძინავს, შეიგრძენი რიჟრაჟი დილის,

    უფალმა უწყის, საზვერეებს როდის გარდახვალ."

    ასეთი განწყობა მქონდა და ეს პატარა სტროფიც დავწერე
    "

    წყარო: primetime.ge