ბაგებში, წყნეთის გზაზე, სადაც გუშინ ბიზნესმენი, ლევან კაჭარავა მანქანაში ჩაცხრილეს, ამ წუთამდე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ბიზნესმენის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
კაჭარავას მძღოლი შემთხვევის დროს არ დაშავებულა, ის გამოკითხვაზე იმყოფება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.