სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს ვიდეო ჩემს ტრაგედიამდე ორი დღით ადრე გადავიღეთ" - ნიკოლოზ წულუკიძე

    "ეს ვიდეო ჩემს ტრაგედიამდე ორი დღით ადრე გადავიღეთ" - ნიკოლოზ წულუკიძე
    1 წლის და 11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნიკოლოზ წულუკიძემ წარადგინა ვიდეო, რომლის გადაღებიდან ორ დღეში მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული მოვლენები განვითარდა.

    "ვიწყებთ პარასკევს, პარასკევს საიმედო ტურით ვიწყებთ ხოლმე, ჩვენ ეს ტური გადავიღეთ დაახლოებით ორი თვის წინ სამტრედიაში, სწორედ ჩემ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, ამიტომ ეს ტური გაჩერებული გვქონდა, არ ვიცოდით გაგვეშვა თუ არა. მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა გავიდეს ეს ტური, რადგან ძალიან დიდი რესურსი, შრომა ჩაიდო თვითონ სამტრედიელების, იმ ადამიანების, რომლებმაც მართლაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ტური გაკეთებულიყო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რომელთა ერთადაც საიმედო ტურს ვაკეთებთ ხოლმე ყველგან და ჩვენი მთელი შემოქმედებითი ჯგუფიც ... მზიან სამტრედიაზე გვაქვს ახლა "საიმედო ტური", რომელიც ჩემი განწყობითა და ემოციით, ისეთია ძველი ნიკოლოზის ბოლო გალაღება“, - ასე წარადგინა ნიკოლოზმა სიუჟეტი.

    შეგახსენებთ, დაახლოებით ორი თვის წინ ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს პატარა ბავშვი ტრაგიკულად გარდაეცვალა.