სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: დოკუმენტური ფილმი - როგორ შეხვდა ნეაპოლი კვარას და კვარა ნეაპოლს

    VIDEO: დოკუმენტური ფილმი - როგორ შეხვდა ნეაპოლი კვარას და კვარა ნეაპოლს
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როდესაც ქალაქ ნეაპოლზე საუბრობ, შეუძლებელია არ გაგახსენდეს დიეგო მარადონა, ლეგენდა, რომელთან ერთადაც "პარტონოპეიმ" სკუდეტოს მოგება ორჯერ შეძლო, თუმცა ნეაპოლის ისტორია დღესაც გრძელდება და ფეხბურთზე გადარეულ სამმილიონიან ქალაქს დღეს ახალი რჩეული ჰყავს და ეს ხვიჩა კვარაცხელიაა.

    "ნაპოლის" რეგიონალურმა სპონსორმა "კროკო"-მ მოამზადა დოკუმენტური ფილმი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელის სრულად ხილვაც უკვე შეგიძლიათ.

    ფილმში ჩანს, რომ კვარაცხელია იტალიური სპორტული გამოცემების მთავარი ყურადღების იბიექტი არის.

    "მოთამაშეები, როგორიც კვარაა, ალბათ, 30-40 წელში ერთხელ იბადებიან, ის რჩეულია და ვფიქრობ მისი გზა ბევრ ქართველ ფეხბურთელს დაეხმარება წარმატების მიღწევაში." - ამბობს Corriere dello sport-ის ჟურნალისტი, ფაბიო მანდარინი.

    "ინსინიეს წასვლის შემდეგ პირველ რიგში გვჭირდებოდა მარცხენა ნახევარმცველი, რომელიც დააბალანსებდა გუნდს, რაღაც დროის განმავლობაში ჩვენ ხვიჩას ვაკვირდებოდით და მაშინვე გაგვახსენდა, მის შესაძლებლობებში დარწმინებულები ვიყავით, მაგრამ ასე მალე რომ ასეთი კარგი იქნებოდა, ამას ნამდვილადარ ველოდით. კვარას ძალიან კარგი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, ის არ თამაშობს ნასწავლ ფეხბურთს, არამედ ქუჩის ფეხბურთს. ყოველ ჯერზე რაღაც მნიშნელოვანს აკეთებს, მან გუნდში მენტალური, ტენიკური და ფიზიკური სიახლეები შემოიტანა, მას შემდეგ რაც "ნაპოლიში" მოვიდა, ვფიქრობ, უფრო თავდაჯერებული გახდა, მაგრამ ამასთანავე ისეთივე თავმდაბალია, ამდენი თვე გავიდა და ისევ ისეთია..." - განაცხადა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჯუნტოლიმ.

    ალბათ ყველას აინტერესებს როგორია კვარაცხელიას ერთი დღე ქალაქ ნეაპოლში:

    "დილით ვდგები ხოლმე 8 საათისკენ და დაახლოებით 15 წუთში ბაზაზე ვარ, სადაც ვსაუზმობ ხოლმე და მერე უკვე პროცედურებს ვიკეთებ და შემდეგ ვარჯიშისთვის ვემზადები." - აცხადებს კვარაცხელია.

    შეგახსენებთ, თავდაპირველად ხვიჩამ ბინა გუნდის ბაზასთან ძალიან ახლოს დაიდო, ახლა კი ის უშუალოდ ქალაქში გადაბარგდა და ბაზისგანაც ცოტა მოშორებით არის.

    იხილეთ სრული ფილმი "KVARA On Fire", რომელიც "კროკო"-მ სპეციალურად ქართველი გულშემატკივრებისთვის მოამზადა.