სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რომელ გამზირზე შეიცვლება ტრანსპორტის გადაადგილების სქემა?

    რომელ გამზირზე შეიცვლება ტრანსპორტის გადაადგილების სქემა?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გზის მარჯვენა მხარეს, 19 ნოემბრის 00:00 საათიდან გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.

    აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია აქვეყნებს.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შანიძის, ჯანაშიას, თარხნიშვილისა და ტატიშვილის ქუჩებზე.

    ამ ქუჩებზე მძღოლები მოხვდებიან ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ბაქრაძისა და ხორავას ქუჩების საშუალებით.