სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორია 19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი?

    როგორია 19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი?
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გთავაზობთ, 19 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს.

    ვერძი: დაისვენეთ, განიტვირთეთ მეგობრებთან ერთად, აღიდგინეთ ძალები. დაისახეთ სამომავლო მიზნები.

    კურო: თქვენი განწყობითა და ენერგეტიკით მარტივად დაალაგებთ სასიყვარულო ურთიერთობებს, მათ, ვისაც მეწყვილე არ გყავთ იაქტიურეთ, შესაფერისი დროა ამისთვის.

    ტყუპები: იზრუნეთ ენერგოტონუსისა და განწყობის ამაღლებაზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნებისმიერ საჭირო სიტუაციაში, შეგიძლიათ, გქონდეთ თანამოაზრეებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი.

    კირჩხიბი: მიჰყევით დღის ჩვეულ საქმეებს, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე. საღამოს, შესაძლოა, მცირე სიურპრიზმა გაგახაროთ.

    ლომი: შეიქმენით ამაღლებული განწყობა, თქვენი შინაგანი მუხტი სხვებისთვის დიდი მოტივაციის მომტანი იქნება. შესაძლოა, მოხვდეთ წვეულებაზე, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

    ქალწული: მეტად დაკავდით საკუთარი თავით, შეიქმენით კომფორტი. ნუ ჩაერევით სხვადასხვა გაუგებრობებში, რომელიც თქვენ ნაკლებად გეხებათ. საღამოს მოიწყვეთ რომანტიკული ვახშამი, ან გაერთეთ მეგობრების წრეში.

    სასწორი: დაიცავით ემოციური ბალანსი. შემეცნებითად განვითარდით. მიჰყევით თქვენს გეგმებს, მაგრამ ნუ გადაიტვირთებით, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

    მორიელი: ივარჯიშეთ, მოაწესრიგეთ პირადი სივრცე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კვების რაციონს. დაკავდით ისეთი საქმეებით, რომელიც სტრესს არ უკავშირდება.

    მშვილდოსანი: დღე კარგია, ახალი წამოწყებებისთვის, მაგრამ გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა და მოთმინება. ასევე ნაყოფიერია დღე რომანტიული ურთიერთობებისთვის.

    თხის რქა: სჯობის, ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იმიჯზე. მოაწესრიგეთ პარტნიორული ურთიერთობები. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაერთეთ მეგობრების წრეში.

    მერწყული: დღე ნაყოფიერია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე, პირად ურთიერთობების დასალაგებლად და მათთვის ვინც სიყვარულის ძიებაშია. იყავით მეტად გახსნილი ახალი ნაცნობობისთვის.

    თევზები: დღეს შესაძლოა, გარკვეული ეჭვები დაგეუფლოთ, ნუ აჰყვებით ემოციებს, სჯობს, თვითშეფასების ამაღლებით დაკავდეთ.

    მომზადებულია "პრაიმ ტაიმის" მიხედვით.