სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი! გააჩერეს მოძრაობა, გულის მასაჟს მონაცვლეობით უკეთებდნენ..." - რა მოხდა ვაჟა ფშაველას გამზირზე

    "ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი! გააჩერეს მოძრაობა, გულის მასაჟს მონაცვლეობით უკეთებდნენ..." - რა მოხდა ვაჟა ფშაველას გამზირზე
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაჟა ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ქვეითს მანქანა დაეჯახა, მომხმარებელი პოსტს ფოტო და ვიდეო მასალასაც ურთავს და აღნიშნავს, რომ საავადმყოფოს ექიმებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და დაშავებულს პირველადი დახმარება ქუჩაში აღმოუჩინეს.

    "ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი. კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი - ზედ ვაჟაზე დაეჯახა ქვეითს მანქანა. ძალიან ცუდად დაეჯახა. იმედი მაქვს გადარჩება. ღმერთო უშველე. წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავის ჟანგბადის ბალონებით stretcher-ით და ა.შ ვაჟას მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდნენ.

    როგორ უკეთებდნენ გულის მასაჟს მონაცვლეობით რომ გენახათ. გააჩერეს მოძრაობა, გადაკვეთეს stretcher-ით გამზირი. ერთი ჟანგბადის ბალონს მიარბენინებდა, მეორე ზედ იყო ასული და გულის მასაჟს უკეთებდა. იმედის მომცემი სანახაობა იყო. ღმერთო, შენი ხელიც გაურიე და გადაარჩინე ახალგაზრდა კაცი. ჩემი დიდი პატივისცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს",
    - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


    "ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი! გააჩერეს მოძრაობა, გულის მასაჟს მონაცვლეობით უკეთებდნენ..." - რა მოხდა ვაჟა ფშაველას გამზირზე