სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასეთი შვილი გავზარდე და რასაც ეკრანზე ხედავთ, ეს კი არ უნდა გიკვირდეთ, პირიქით...“ - რას წერს გურამის დედა

    "ასეთი შვილი გავზარდე და რასაც ეკრანზე ხედავთ, ეს კი არ უნდა გიკვირდეთ, პირიქით...“ - რას წერს გურამის დედა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შეგახსენებთ, რომ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონში ცნობილი ბლოგერი, გურამ შეროზიაც იღებს მონაწილეობას, იგი ხშირად ხვდება მაყურებლის ყურადღების ცენტრში და ისმენს მათ შეფასებებს.

    ამჯერად გურამის დედა სოციალურ ქსელში „პრაიმ ჰაუსში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

    და ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ყვირილის მიმართ წინააღმდეგობა მისი ბუნებრივი თვისებაა და არა სიყალბე.


    "რა უცნაურია, როცა ხალხს ზრდილობა და თავშეკავება უკვირთ და ეს სიყალბე და კამერებთან თამაში ჰგონიათ. მე ასეთი შვილი გავზარდე და რასაც ეკრანზე ხედავთ ეს კი არ უნდა გიკვირდეთ, პირიქით, ეს უნდა იყოს ნორმა, და აგრესია გიკვირდეთ. მისი ხათრით არ ვეხმაურები კომენტარებს, თორემ მინდა სათითაოდ ვუპასუხო. ადამიანი თუ არ იგინება და არ ყვირის ეს არ ნიშნავს, რომ თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ კარგად არის გაზრდილი, ნაკითხი და შეგნება აქვს. მისი ხმამაღალი ხმა არ გაგვიგია ბავშვობიდან, არც სწავლაზე დაგვჭირვებია დაძალება, არც ქუჩაში მდგარა და ყველას მიმართ მეგობრული იყო სულ. წარმატებებს გისურვებთ ყველა მონაწილეს და ერთმანეთის თვალებში ჩახედვა ყოველთვის გაგხარებოდეთ პროექტის შემდეგაც."
    - აღნიშნავს გურამ შეროზიას დედა.