სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ამ ძაღლს უახლოეს დღეებში დააძინებენ...“ - ცხოველთა დამცველის ემოციური პოსტი

    VIDEO: "ამ ძაღლს უახლოეს დღეებში დააძინებენ...“ - ცხოველთა დამცველის ემოციური პოსტი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს პოსტს სადაც მიკედლებულ ძაღლზე წერს, რომელსაც მალე დააძინებენ, რადგან ლეიშმანიოზი დაუდგინდა:


    "ამ ვიდეომ ჩემი მთელი დღე შეცვალა და დღეს აღარაფერზე მექნება კარგი რეაქცია...

    ამ ძაღლს უახლოეს დღეებში დააძინებენ, იმიტომ რომ ლეიშმანიოზი აქვს.
    თავშესაფარშია და ასეთი კანონია...

    კანონია, რომელიც ასეთ სიცოცხლით სავსე ძაღლის მოკვლას აიძულებთ. ეს ბედნიერი ძაღლი, მალე აღარ იარსებებს.

    და თქვენ, „ცხოველთა დამცველები“ იმაზე ხართ ჩასაფრებული, ვინ რაში გამოიჭიროთ და იტრიალოთ მის გარშემო. ასეთი ძაღლები კი ყოველდღე კვდებიან..

    ამ ძაღლის გადარჩენაში დაეხმარეთ მის მიმკედლებელს, რომელიც ატირებული მთხოვს დახმარებას“.
    - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.