სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გიორგი კალანდაძე: ცოლთან გაშორებით თავი გადავირჩინე

    გიორგი კალანდაძე: ცოლთან გაშორებით თავი გადავირჩინე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობმა, გიორგი კალანდაძემ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

    კალანდაძე ხალხმა სერაილ "ჩიფსების თაობიდან" გაიცნო და სწორედ ამ დროს მან და მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა იქორწინეს. მათ ჰყავთ 10 წლის ნასტასია, რომელსაც საზოგადოება სერიალ "ჩცდ"-ში ნიაკოს როლით იცნობს. 35 წლის გიორგი დღეს ცოლს გაშორებულია და მარტო ცხოვრობს.

    "24 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით მოვიყვანე ცოლი. იმედია, მაშინ მასაც საპასუხო გრძნობა ჰქონდა… ჩემი ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. დიდი ტკივილი დამიტოვა, უამრავი ემოცია, სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან. წლები გავიდა და, რომ იტყვიან, ჯერ არ გამოვსულვარ მძიმე "ნაბახუსევიდან".

    ახლა მომწონს, რომ თავისუფალი ვარ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. აღარც პასუხისმგებლობა მაქვს მეორე ადამიანის წინაშე, რომელიც, სწორი იყო თუ არა, დაჟინებით მოითხოვდა, ის მეკეთებინა, რაც მას სურდა…

    დრო გავიდა, ჩამოვყალიბდი, დავბრძენდი და მივხვდი, რომ თავი გადავირჩინე, რადგან არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რა დღეში მექნებოდა ნერვები, რომ არ გავყრილიყავით. იმ ქორწინებას ჩვენთვის არაფერი მოჰქონდა, ტკივილისა და ტოქსიკურობის გარდა."
    - განაცხადა კალანდაძემ "სარკესთან" ინტერვიუში.