სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ იხსენებდა გელა ჩარკვიანი შვილის დაბადებას - დღეს ირაკლი 61 წლის გახდებოდა

    როგორ იხსენებდა გელა ჩარკვიანი შვილის დაბადებას - დღეს ირაკლი 61 წლის გახდებოდა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს ცნობილი ქართველი მუსიკოსი, პოეტი და მწერლი, ირაკლი ჩარკვიანი 61 წლის გახდებოდა.

    19 ნოემბერი მისი დაბადების დღეა.

    ამ დღესთან დაკავშირებით, გელა ჩარკვიანის გვერდზე მისივე სიტყვები ვრცელდება.

    "1961 წლის 19 ნოემბერს ბიჭი შეგვეძინა, ირაკლი. მაშებით გამოიყვანეს და პარეზის გამო პირველ დღეებში ძალიან ცუდი შესახედი იყო. ფილტვების ანთებაც დაემართა და ერთხელ მაგიდიდანაც ჩამოგვივარდა. ჯერ კიდევ მშობლებთან, კამოს 4-ში ვცხოვრობდით, თუმცა მალე, ნანას დედამ 30-იანებში დახვრეტილი მეუღლის რეაბილიტაციის საფუძველზე, ვაკეში, არაყიშვილის 8-ში მიიღო ბინა და იქ გადავედით. მე არქიტექტორობას შევეშვი და სწავლა უცხო ენათა ინსტიტუტში განვაგრძე. ბავშვობაში დორას მიერ ნასწავლი ინგლისური გამომადგა, თუმცა გადავწყვიტე მისი ცოდნა, ასე ვთქვათ, სრულქმნილებამდე მიმეყვანა და დღეში 100 ახალ სიტყვას ვსწავლობდი. მშობლები თვეში 80 მანეთს მაძლევდნენ. დამატებით ფულს მაუდ-კამვოლის კომბინატთან და რადიოქარხანასთან არსებული თვითმოქმედი ორკესტრების ხელმძღვანელობით და მათთვის პარტიტურების წერით ვაკეთებდი. ზოგჯერ ტრიკოტაჟის ქარხნის კლუბში ცეკვებზეც ვუკრავდი. თუმცა თანდათან ინგლისურის მასწავლებლობაზე გადავედი. ჩემი პირველი მოწაფეები მეზობელი ბავშვები – ირინა გორგაძე და და-ძმა გოგოტაძეები იყვნენ. ირაკლი იზრდებოდა და მზარდი ინტერესით უსმენდა ჩემს ფორტეპიანოზე დაკრულს. ერთხელაც თვითონ მიუჯდა მოსკოვიდან ჩამოტანილ, ყოველთვის ოდნავ აშლილ Красный Октябрь-ს და გამომიცხადა, ახლა მე დაგიკრავ იკაროსის და დედალოსის ამბავსო. თავისი პირველი კომპოზიცია ირაკლიმ დაღმავალი გლისანდოთი დაამთავრა – იკაროსი ზღვაში ჩავარდა“,- ასე იხსენებდა გელა ჩარკვიანი შვილის დაბადებას.

    როგორ იხსენებდა გელა ჩარკვიანი შვილის დაბადებას - დღეს ირაკლი 61 წლის გახდებოდა