სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოვიგეეეეეთ! - ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსის ნაკრები დაამარცხეს

    მოვიგეეეეეთ! -  ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსის ნაკრები დაამარცხეს
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ისტორიაში პირველად ბორჯღალოსნებმა კარდიფში უელსის ნაკრები დაამარცხეს - 12:13.

    ანგარიში საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთზე, თედო აბჟანდაძის ზუსტი საჯარიმოთი გახსნა.

    ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ ლელოს დადება ჯეკ მორგანმა მოახერხა, რის პრისტლენდმა კი მხოლოდ ერთი გარდასახა - 12:3

    ქართველთა მხრიდან ლელო 58-ე წუთზე, სანდრო თოდუამ დადო, თედო აბჟანადძემ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა - 12:10.

    მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ლუკა მანტკავამ დაახლოებით 45 მეტრიდან დაარტყა და "ბორჯღალოსნები" დააწინაურა - 12:13.