სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხვლიკი წავიდა პატრიარქისკენ, ნესვი გაუწოდა და..." - რა გაიხსენა მეუფე ნიკოლოპზმა

    "ხვლიკი წავიდა პატრიარქისკენ, ნესვი გაუწოდა და..." - რა გაიხსენა მეუფე ნიკოლოპზმა
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქზე და ხვლიკზე მომხდარი ისტორია გაიხსენა.

    მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ ის ამ ამბავს არ შესწრებია, მაგრამ მოგვიანებით პატრიარქთან გადაამოწმა და სიმართლეა.

    “მე მინდა მცენარეებისა და ცხოველების გამონათქვამები გითხრათ, ლაპარაკი რომ შეეძლოთ რას იტყოდნენ პატრიარქზე, მაგალითები მინდა მოგიყვანოთ. ცხოველებში მინდა ერთი მაგალითი მოგიყვეთ, ესეც რამდენიმე წლის ამბავია, მე პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ მერე უწმინდესს ვკითხე, გადავამოწმე და ნამდვილი ამბავია რასაც მოგიყვებით.

    მოკლედ, ხევში ხდება ეს, მის სამშობლოში და ლოცვა დამთავრდა, ტაძართან იყო და გამოვიდნენ ლოცვის მერე და ეზოში პირდაპირ არის გაშლილი სუფრა და სუფრის გარშემო დასხდნენ, სუფრის თავში დაჯდა პატრიარქი და უნდა დაიწყონ თუ ტრაპეზი მიმდინარეობს და უცბად საიდანღაც შემოვარდა სუფრაზე ხვლიკი, გაიხედა, გამოიხედა, დაიბნა ეს ხვლიკი, რა ქნას არ იცის და გაიქცა პირდაპირ და მიადგა პატრიარქს. პატრიარქი მიირთმევდა ნესვს და ეს ნესვი გაუწოდა ხვლიკს და ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა", -ამბობს მეუფე.