სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 12 სახლი, 6 ბიზნესკომპანია, 5 ავტომანქანა – რა ქონება აქვს კახა კალაძეს

    12 სახლი, 6 ბიზნესკომპანია, 5 ავტომანქანა – რა ქონება აქვს კახა კალაძეს
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონება, ჯერჯერობით, უხეში "დათვლებით“, 40 მილიონ დოლარზე მეტია. კალას სულ რაღაც 12 სახლი აქვს, 6 ბიზნესკომპანია, 4 ავტომანქანა და 3 "ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლეტი, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძისგან აღებული მილიონიანი სესხები და მილიონიანი ანგარიშები უცხოურ ბანკებში.

    თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობითაა, რადგან მისი უძრავი ქონება ყოველწლიურად იზრდება.

    თუ მილიონერი მერის ქონებრივი დეკლარაციის მარშრუტს გავყვებით, ვნახავთ, სად და რომელ მილიონიან წერტილზე იქნება ბოლო გაჩერება.

    დედაქალაქის მერს, 2018 წელს ორი საცხოვრებელი ბინა შეუძენია, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში – ვერაზე. კალაძემ, თბილისსში, მარო მაყაშვილის ქუჩის მესამე ჩიხში, 258 კვ.მ და 203 კვ.მ ფართის ბინები – 928 ათას 414 და 774 ათას 875 ლარად იყიდა.

    ტრენდული ბინების გარდა, მერს შეძენილი აქვს 12,5კვ.მ ფართობის სამი ავტოფარეხი, რომელთა ფასიც სამჯერ 80 ათას 184 ლარია. ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, ჯამში, კალაძეს ავტოფარეხებში – 240 ათას 549 ლარი აქვს გადახდილი.

    2019 წელზე არანაკლებ უხვბინიანი იყო დედაქალაქის მერისთვის 2017 წელი. კალაძემ 2017 წელს თბილისსში, ვაკეში, ჭავჭავაძის N37 – ში ორი საცხოვრებელი ბინა შეიძინა, რომელთა საერთო ფართი 200 კვ.მ-ია. იქვე შეძენილი აქვს 18.3 კვ.მ ავტოფარეხი. შეძენილი ბინების საერთო ღირებულება კი – 160 ათასი დოლარია.

    კახა კალაძე ვაკეში, 2006 წლიდან ცხოვრობს. იგი ჭავჭავაძის გამზირ N23ა-ში ფლობს 367,6 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც მილიონერ მერს 71 ათას 280 ლარად აქვს შეძენილი.

    პარალელურად კი, კახა კალაძე დაბა წყენთში, გორგასლის ქუჩა N6-ში 650 კვ.მ ფართის სახლს იშენებს. დეკლარაციის მიხედვით, წყნეთის მშენებარე სახლი მას ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს შეძებნილი ნახევარ მილიონ ლარად. ვინაიდან სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის, ბუნებრივია, მისი ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.

    მიწის ნაკვეთისა და ქონების მფლობელი კალას მეუღლე, ანუკი არეშიძეცაა. მის მფლობელობაშია, 2017 წელს შეძენილი მიწა და ამ ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რისი ღირებულებაც 390 ათასი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ანუკის სახელზე კალას დეკლარაციაში სხვა ქონება არ ფიქსირდება.

    კალაძე დეკლარაციაში წერს, რომ მას 2012 წელს, წყნეთში, გურამიშვილის N10-ში 735,2 კვ.მ აგარაკი აჩუქეს, ვინ უცნობია!
    მას ასევე საჩუქრად მიუღია, იქვე მდებარე 1 058კვ,მ მიწის ნაკვეთი და გურამიშვილის N8-ში მდებარე 1060 კვ.მ მიწის ნაყვეთი. საჩუქრის ავტორს დედაქალაქის მერი, რა თქმა უნდა, არ ამხელს.

    2012 წელსვე მერისთვის უჩუქებიათ თბილისში, საბურთალოზე, ბურძგლას ქ. N76/78/80 მდებარე 396 კვ.მ ფართი და ზედ დაუყოლებიათ, იქვე მდებარე 35კვ.მ ავტოფარეხიც.
    კალას კლაუსის ვინაობას არც ამ შემთხვევაში გვიმხელენ ცნობისმოყვარე თავებს. არადა, ამ საჩუქრების სიაც რომ არ მთავრდება. მორიგი საჩუქარი უცნობი სანტასგან ასევე 2012 წელსაა გაცემული, ამჯერად კალას მშობლიურ სამტრედიაში.

    ნაჩუქარი, 2 ათას 380 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, რესპუბლიკის ქ. N207-ში მდებარეობს. ნაჩუქარ მიწის ნაკვეთს ასევე საჩუქრად მოჰყოლია იქვე მდებარე, 410 კვ.მ ფართობის სახლი.

    კალაძე სამტრედიაში სხვა ფართებსაც ფლობს, 2013 წელს მას სამტრედიაში, რუსთაველის ქ. N33-ში 60 ათას დოლარად 93.9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართიც – 55 ათას დოლარად შეუძენია.

    მას შევჩენკოს გმზირზე, 250 კვ.მ ბინა, 2005 წელს 700 ათას დოლარად აქვს შეძენილი, ხოლო გამარჯვების გამზირზე მდებარე 220 კვ.მ ბინა 150 ათას დოლარად 1997 წელს შეუძენია.

    როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, კალაძეებს უკრაინაში მდებარე ბინები გაქირავებული აქვთ. ბინების გაქირავებიდან კი, შემოსავლის სახით, 240 ათასი დოლარი მიუღიათ.

    ასევე დეკლარაციაშივეა მითითებული, რომ კალაძეს უკრაინაში მიწის ნაკვეთი გაუსხვისებია, საიდანაც შემოსავლის სახით, ნახევარი მილიონი დოლარი აქვს მიღებული.

    კალაძე ასევე ფლობს საცხოვრებელ ბინებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, მილანში, თუმცა დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერი წერია.