სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას ამბობს მამა შვილზე, რომელმაც 25 წლის ნათესავი მოკლა?

    რას ამბობს მამა შვილზე, რომელმაც 25 წლის ნათესავი მოკლა?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახეთში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 25 წლის გიგა არჯევნიშვილი მოკლეს.

    ის სოფელ ენისელში ცხოვრობდა.

    მოკლულის მამა მკვლელობის დეტალებზე საუბრობს:

    "დილას დამირეკა გამომძიებელმა. არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბიცოლაჩემის ძმისშვილი იყო. არაფერი არ ვიცი. შილდაში მოხდა", - აცხადებს დავით არჯევნიშვილი.

    "ჩემი შვილი 8 თვეა არ მინახავს და ვისთან რა საქმე აქვს არც მაინტერესებს. ვერ ვართ ერთმანეთში მამა-შვილი და ვერ ვჩერდებით, მე გავერიდე", - თქვა დამნაშავის მამამ.

    შეგახსენებთ, რომ სოფელ შილდაში ერთ-ერთ ოჯახში ახალგაზრდები ქეიფობდნენ და სწორედ იქ მოხდა მკვლელობა.