სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უკვე მესამედ ვცდილობ დედაჩემის გადარჩენას" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

    "უკვე მესამედ ვცდილობ დედაჩემის გადარჩენას" - რას წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სუს-ის ყოფილი მაღლჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედამისი ამდენი ნერვიულობის გამო ცუდად გახდა.

    "უკვე მესამედ ვცდილობ დედაჩემის გადარჩენას ამ ჯოჯოხეთური 4 თვის განმავლობაში. მიყენებული სტრესისა და ნერვუულობის ფონზე დედა ისევ ცუდად გახდა.

    მისი ნახვის უფლებას მამას არ აძლევენ, რომ მიყენებული სტრესი ამით მაინც შეუმსუბუქდეს. ვერავინ ვერ ხვდება რისი გადატანა გვიწევს გარდა ღმერთისა. ვიცი, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს ამ ჯოჯოხეთში, სადაც 4 თვეა ვცოცხლობთ.

    ზუსტად ასე წარმომედგინა ჯოჯოხეთი, როცა ხედავ მშობელს, რომელსაც სუნთქვაც აღარ შეუძლია და ვერაფერს აკეთებ", - წერს ნინი გოგაშვილი.