სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მინისტრის ახალი ბრძანება - საგანმანათლებლო სფეროს უახლესი რეფორმა

    მინისტრის ახალი ბრძანება - საგანმანათლებლო სფეროს უახლესი რეფორმა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    განათლების და მეცნიერების მინისტრის ცნობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. მოსწავლეებს 2021/22 წლის სასწავლო წლის განმავლობაში გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაეთვლებათ. ისინი შემაჯამებელ-კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან. შესაბამისად ამ ახალი ბრძანების მიღების შემდეგ არანაირი სასწავლო მექანიზმი არ რჩება ბავშვების სკოლაში მისაყვანად. 

    უფრო კონკრეტულად კი ყველაფერი ასეა - მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერილ, 1-ელ მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, სხვადასხვა მიზეზების გამო დაგროვებული გაცდენების მქონე მოსწავლეები, გასული წლებისგან განსხვავებით, სხვაგვარად შეფასდებიან და გაცდენის ექსტერნი გამოცდები ისევ არ ჩატარდება. 

    2021-2022 სასწავლო წელს, იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც დადასტურებული კოვიდის ინფექციის გამო, დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეს პირველი სემესტრის სემესტრულ გამოცდაზე გასვლა, სკოლა ვალდებულია პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა დანიშნოს 2022 წლის 17 ივნისამდე არაუგვიანეს 2 კვირით ადრე.

    სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა.