სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქართველი მამაკაცების უმეტესობა, ცოტა ასე მიყურებს" - რას ჰყვება ნინო ოძელაშვილი?

    "ქართველი მამაკაცების უმეტესობა, ცოტა ასე მიყურებს"  - რას ჰყვება ნინო ოძელაშვილი?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სპორტსმენი, ნინო ოძელაშვილი თავისი მიღწევებითა და საამაყო გამარჯვებებით მუდამ ყურადღების ცენტრშია. ულამაზესმა მოჭიდავემ თავის ქალურ მხარეზე ისაუბრა.

    "ჩაკეტილი ცხოვრება მაქვს. ბევრ ადამიანთან არ მაქვს ურთიერთობა. გუნდელებიც კი არ მიცნობენ ახლოს, მხოლოდ შეკრებებზე გვაქვს კავშირი. ჩემი სამყარო მაქვს, რომელსაც ყველას არ ვაცნობ. ახლო ურთიერთობა ბევრ ადამიანთან არ მაქვს. ადრე, როცა ყველას ვუღიმოდი, გული მატკინეს, უსიამოვნებები გამოვიარე და შევიცვალე. მიყვარს ცეკვა, სიმღერა, პოზიტიურ განწყობაზე ყოფნა, მაგრამ მხოლოდ ძალიან ახლობლების წრეში. შეიძლება, ცუდიცაა ძალიან ჩაკეტილად ცხოვრება, მაგრამ როცა ასე ხარ, ნერვებსაც აღარავინ გიშლის. დაქალი მყავს, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს და ერთად არაჩვეულებრივ დროს ვატარებთ.

    მინდა შვილები მყავდეს. ვოცნებობდი, სპორტსმენი მეუღლე და შვილები მყოლოდა. ქართველები ვერ ეგუებიან სპორტსმენ ცოლებს. ახლა რამდენიმე წყვილი შეიქმნა, ცოლიც და ქმარიც რომ სპორტულად აქტიურია და ეს ძალიან მიხარია.

    დაშორებით გამოწვეულმა ტრავმამ გამიარა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი ვიღვიძებდი სიტყვებით, რომელსაც ჩემი ყოფილი მეუღლე მეუბნებოდა – ვერასდროს მიაღწევ წარმატებასო და საბედნიეროდ, მას შემდეგ ძალიან ბევრს მივაღწიე, რისთვისად დიდი მადლობა უფალს. კიდევ მეტს მივაღწევდი, რომ არა ეს პანდემია, ახლა ცოტა მოვიკოჭლებ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. ახლა ჩემი ცხოვრებით „ვკაიფობ“.

    რადგან სპორტსმენი ვარ, ქართველი მამაკაცების უმეტესობა ცოტა სხვანაირად მიყურებს-ოჯახისთვის – არა, გართობა უნდათ. იციან, რომ გათხოვილი ვიყავი და ეს ბევრი "ვაჟკაცისთვის“ მიუღებელია", - ამბობს ოძელაშვილი ჟურნალ "თბილისელებში".