სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან - ის ამ ომს ვერ მოიგებს"- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

    "მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან - ის ამ ომს ვერ მოიგებს"- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან.

    როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საზარელ ომს ვერ მოიგებს.

    "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაეროს წესდების დარღვევა. სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც ვერ მოიგებს, რაც არ უნდა საზიზღარი და საზარელი იყოს მისი ტაქტიკა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა.